ლეგენდარული გორელი ფეხბურთელის სახელობის მემორიალური ტურნირი 8 დეკემბერს იხსნება.
ტურნირის პირველი თამაში ,,გორისა“ და ,,ბორჯომის“ ფეხბურთის გუნდებს შორის 13:00 საათზე დაიწყება.
ტურნირში მონაწილეობას იღებენ ფეხბურთის გუნდები საქართველოს მაშტაბით და ფარგელებს გარეთ მყოფი სამი უცხოური გუნდი. შეჯიბრების ფარგლებში გამარჯვებისთვის 10 გუნდი იბრძოლებს. გუნდების წევრები 2011 წელს დაბადებული მოზარდები არიან.
გუნდების შემადგენლობა
Group A
1. Gori
2. Borjomi
3. Pot
4. Kazakhstan “Astana”
5. Vikings
Group B
1. Celero
2. T. Sulakvelidze
3. Kazakhstan “Activity”
4. Torpedo
5. Benifika Vilnius
შეჯიბრების ფარგლებში 24 მატჩი გაიმართება. გარდა თენგიზ ბურჯანაძის სტადიონისა, თამაშებს გურამ გაბუნიას სახელობის სტადიონი და ქართლის სტადიონიც უმასპინძლებს.
,,ტურნირის მიზანი როგორც ფეხბურთის, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მომავალ წელს ღონისძიებამ კიდევ უფრო მაშტაბური ხასიათი მიიღოს.“ – აღნიშნავს საფეხბურთო კლუბ „გორის“ ხელმძღვანელი გიორგი ბასილიძე.
ღონისძიებას, რომელსაც ორგანიზებას საფეხბურთო კლუბი ,,გორი“ და გორის მუნიციპალიტეტის მერია უწევენ, თენგიზ ბურჯანაძის დაბადებიდან 76 წლის იუბილეს ეძღვნება.