ხვალ “FC.GORI” ეროვნული ლიგა-3-ის ბოლო 38-ე ტურის შეხვედრას გამართავს ხობში კოლხეთის წინააღმდეგ,რომელიც კლუბის დაარსებიდან მე-100 საიუბილეო ოფიციალური შეხვედრა იქნება.შეგახსენებთ, რომ გუნდმა უკვე მოიპოვა ტურნირის ზედა ათეულის საგზური რაც იმას ნიშნავს,რომ შემდეგი სეზონიდან გორელები ლიგა-3-ის ზედა ათეულის გუნდებთან მოსინჯავენ ძალებს.