გორის მუნიციპალიტეტის პირველობაში 36 გუნდი იღებს მონაწილეობას. გუნდები კენჭისყრის შედეგად დაწყვილდნენ, პირველობა ოლიმპიური სისტემით ჩატარდება. გამოვლინდება მუნიციპალიტეტის საუკეთესო გუნდი, რომელიც 3000 ლარით დაჯილდოვდება, მეორე ადგილზე გასული გუნდი მიიღებს 2000 ლარს, მესამე ადგილზე გასული გუნდი 1000 ლარს.
ამასთან, მუნიციპალიტეტის პირველობის გამარჯვებული გუნდი „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“ -ის დებულების გათვალისწინებით, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების (კასპი, ხაშური, ქარელი) პირველობათა გამარჯვებულებთან ერთად, ერთად იბრძოლებს რეგიონში საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად.
გორის მუნიციპალიტეტის პირველობა, დღეს ჭალის მინი-სტადიონზე (ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის დარბაზის მიმდებარედ) გახსნის ღონისძიებით დაიწყო. პირველ საშეჯიბრო დღეს ოთხი მატჩი ჩატარდა.
გაგაცნობთ შედეგებს:
ქორდი – გარეთუბანი (გორი) 2:2 (პენ 4:3)
„ჯინგო“ (კომბინატი, გორი) – „ჭალა
იუნაიტედი“ (გორი) 1:1 (პენ 4:3)
მერეთი – სკრა 3:1
ვარიანი – ახალდაბა 0:4