დღეს ოლიმპიურ კომპლექსში ლიგა 3-ის მე-11 ტურის შეხვედრა გაიმართა სადაც გორის გორი თბილისის მერანს ესტუმრა. შეხვედრა დაძაბული და საინტერესო იყო და გუნდებიც ვერ ახერხებდნენ ერთმანეთისთვის გოლის გატანას სანამ 78’ე წუთზე ისმაილ ანკობოს მორიგი გოლით არ დავწინაურდებოდით. მატჩის მიწურულს კი იოსებ მოლაშვილმა ორამდე გაზარდა სხვაობა და მატჩის შედეგიც საბოლოოდ დააფიქსირა.
დავით შუბითიძის გუნდს 4 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ბოლო შესაძლო 12 ქულიდან 10 ქულის მოპოვება შეძლო