რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ტურის უდრამატულესი შეხვედრა, სადაც ჩვენი გუნდი თბილისის საბურთალოს უპირისპირდებოდა. მატჩი საბურთალოს უპირატესობით წარიმართა და მორიგ მტკივნეულ მარცხთანაც ახლოს ვიყავით სანამ გუნდის კაპიტანმა, ნიკა ოქროპირიძემ ლიდერობა თავის თავზე არ აიღო და ულამაზესი მაკრატელა დარტყმით ანგარიში არ გაათანაბრა. ამ გოლით გუნდს რწმენა დაუბრუნდა და მატჩის ბოლოს გიორგი ცეცხლაძის გოლით უმნიშვნელოვანესი 3 ქულაც მოვიპოვეთ
ეს შემართება, ეს ბრძოლისუნარიანობა და ეს გუნდი