გორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი “გორის” ლიცენზირებისა და მატჩების მენეჯერი ოლეგ ხუბულური, რომელიც 2 წლის განმავლობაში წარმატებით ასრულებდა თავის საქმიანობას, გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი გახდა.
საფეხბურთო კლუბის დირექტორმა და მთავარმა მწრთვნელმა მას საზეიმო გაცილება მოუწყეს “თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე”, სადაც სამახსოვროდ კლუბის მაისური და ბურთი გადასცეს.
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი “გორი” წარმატებებს და წინსვლას უსურვებს მის კარიერულ საქმიანობაში ჩვენი გუნდის ყოფილ წევრ ოლეგ ხუბულურს!