⚽👌 დღეს 24 თებერვალს. ახალბაღის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გორის საფეხბურთო კლუბმა ,,გორმა” ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე ბოლო საკონტროლო შეხვედრა გამართა, რომელშიც მშრალი ანგარიშით 2:0 დაამარცხა ,,ბორჯომი”. 👏👏
⚽ ⚽მატჩი მთლიანად მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და ლოგიკურადაც დასრულდა. ორივე
გოლი გორელთა ახალწვეულმა ცოტნე ბუკიამ გაიტანა.
⚽⚽ შეგახსენებთ, რომ დავით შუბითიძის მიერ გაწვრთნილი ,,გორი” მესამე ლიგის ბინადარია. 👌👌
⚽⚽ სეზონი ამ ლიგაში 4 მარტს დაიწყება. პირველ ტურში გორელები სტუმრად ,,სამგურალს” ეთამაშებიან. პირველ საშინაო მატჩს კი 11 მარტს გამართავენ და ტყიბულის ,,მეშახტეს” დაუხვდებიან.