გ.გაბუნიას სახელობის საფეხბურთო სკოლაში ასაკობრივი გუნდები ვარჯიშებს სრული დატვირთვით განაგრძობენ.წლების მანძილზე ასაკობრივი გუნდების ფეხბურთელთათვის,რომლებიც დღის პირველ ნახევარს სასკოლო განათლების მიღებას უთმობდნენ ხოლო საღამოს საათებში ვარჯიშის საშუალება აღარ ეძლეოდათ მოედნებზე განათების სისტემის არქონის გამო 2019 წლიდან ეს პრობლემა საბოლოოდ აღარ შეაწუხებთ განათების ახალი სისტემის წყალობით,რომელიც “ ქრთული ფეხბურთის განვითარების ფონდისა“ და „გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის” ხელშეწყობით დამონტაჟდა.
დღეს პირველი ვარჯიში ჩაატარეს ახალი განათების დახმარებით 2005 წელს დაბადებულმა ფეხბურთელებმა რომელთა მთავარმა მწვრთნელმა პაატა ფეზუაშვილმა ჩვენს ინტერნეტ გვერდთან კომენტარიც გააკეთა:
-მინდა მადლობა მოვუხადო „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს“ ,“ გორის კეთილმოწყობის სამსახურს“, ასევე საფეხბურთო კლუბ „გორის“ ადმინისტრაციას გაწეული სამუშაოებისათვის.ახალი განათების წყალობით ჩემი გუნდის ფეხბურთელებისთვის სკოლის შემდეგ ვარჯიშის ჩასატარებლად ხელის შემშლელი ფაქტორები აღარ არსებობს რაც ფეხბურთელების სწორი განვითარებისთვის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია.