საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელშეწყობით, გორელი ფეხბურთელების ალექსანდრე რევაზიშვილის,თამაზ ბუზალაძისა და ლუარსაბ ლოლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა ფეხბურთში,რომელშიც მონაწილეობა მიიღო შიდა ქართლში არსებულმა 24 საფეხბურთო გუნდმა.
გამარჯვებულ გუნდებსა და საუკეთესო ფეხბურთელების ნომინაციებში დასახელებულ ფეხბურთელებს თასები,მედლები, და სპორტული ეკიპირება გადასცეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ,საფეხბურთო კლუბ გორის პრეზიდენტმა გია ისიანმა და გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
ჩვენი საფეხბურთო სკოლის 2006 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდმა,რომელსაც აკაკი ხოხობაშვილი და შავლეგ ცხადაძე წვრთნიან დიდი ტრიუმფით დაასრულეს წლევანდელი გათამაშება.
მათ მთელი ტურნირის მანძილზე ყველა შეხვედრაში გაიმარჯვეს და ფინალშიც დამაჯერებლად 3-0 დაამარცხეს კასპელი თანატოლები შესაბამისად ალექსანდრე რევაზიშვილის სახელობის თასი “გორის გორის”ფეხბურთელებს ერგოთ.
ჩვენმა ფეხბურთელებმა წარმატებით მოახერხეს თავის გამოჩენა საუკეთესო ფეხბურთელების დასახელებისას სხვადასხვა ნომინაციებშიც:
საუკეთესო დამცველი:დავით ნაზარაშვილს.
საუკეთესო ნახევარმცველი:ლექსო ოთინაშვილს.
საუკეთესო თავდამსხმელი:ადუაშვილი ლუკა.
აგრეთვე გამარჯვებით მოახერხეს ტურნირის დასრულება გორის დილას 2008 წელს დაბადებულმა ფეხბურთელებმა.რევაზ ხაჭაპურიძის აღზრდილმა ფეხბურთელებმა ლუარსაბ ლოლაძის სახელობის თასის მოპოვება შეძლეს.”გორის გორი”ულოცავს დილას ფეხბურთელებს წარმატებას.
“გორის გორი”-2008 შემადგენლობა:
ავთანდილ სართანია,საბა ელიაშვილი,დავით ნაზარაშვილი,ზუკა გუგუტიშვილი,ანრი მეტრეველი,გიგა ტალახაძე,შოთა დანელია,ლუკა იოსებიძე,მამუკა ანესაშვილი,გიორგი ოდიკაძე,ნიკა მდინარიძე,თორნიკე გულიტაშვილი,ვაკო ბიძინაშვილი,ლუკა კაპანაძე,ლექსო ყველაშვილი,ოთო მეზვრიშვილი.