გურამ გაბუნიას სახელობის საფხბურთო სკოლაში, გაიმართა, გორის დილას ღვაწლომოსილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის, გურამ გაბუნიას სახელობის შიდა რეგიონალური ტურნირი ფეხბურთში.
მასში მონაწილეობას იღებდნენ 2009-2010 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდები.ტურნირი ორგანიზებული იყო, საფეხბურთო კლუბ გორისა და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ.
ტურნირის გამარჯვებული გახდა გორის ”გორი” რომელმაც ფინალურ შეხვედრაში დაამარცხა გორის ”დილა” ანგარიშით 6-1.
გურამ გაბუნიას სახელობის ტურნირის დასრულების შემდეგ დაჯილდოვნენ, საუკეთესო ფეხბურთელები სხვადასხვა ნომინაციაში.პრიზები გადასცეს გორის დილას ვეტერანმა ფეხბურთელებმა, საფეხბურთო კლუბ გორის დირექტორმა, და გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსმა.
საუკეთესო მეკარე:ირაკლი ცხადაძე. საუკეთესო ფეხბურთელი:ლაზარე ჭიღლაძე. საუკეთესო მცველი:დავით ბალაშვილი.საუკეთესო ნახევარმცველი:ალექსანდრე რაზმაძე.საუკეთესო თავდამსხმელი:ლუკა ადუაშვილი.
გამარჯვებულ გუნდს გადაეცა გურამ გაბუნიას სახელობის თასი, რომელიც მათ გადასცა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.