საფეხბურთო კლუბი გორი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გია რევაზიშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.
ბატონი გია ხშირად იყო ჩართული ჩვენი საფეხბურთო კლუბის განვითარებაში და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ყოველთვის ხელს უწყობდა.
გია რევაზიშვილი მრავალი წლის მანძილზე თამაშობდა გორის ,,დილაში”, ფეხბურთელობის შემდეგ იყო ამავე კლუბის ხელმძღვანელი, მოგვიანებით აირჩიეს შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, ამ პოსტზე ათეული წლების მანძილზე, სიცოცხლის ბოლომდე იღვაწა ასევე იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრი. უეფას პროექტის ,,სახალისო ფეხბურთის ღია სკოლების” ერთ–ერთი ხელმძღვანელი საქართველოში, შიდა ქართლში კი მთავარი კოორდინატორი