ხვალ ჩვენი გუნდის ფეხბურთელები ზუგდიდში გაემგზავრებიან და ადგილობრივ ‘ზუგდიდთან’ გამართავენ შეხვედრას.
გორელები ხვალინდელ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდებიან,დისკვალიფიკაციის გამო გუნდს ილია ლომიძე და ნიკა სადაღაშვილი დააკლდება, ასევე ტრამვების გამო ილია მაჭარაშვილი,დავით კაპანაძე,ირაკლი კვანტალიანი და მინდია გოგიაშვილი ვერ შეძლებენ თამაშს.
ჩვენ გავესაუბრეთ გუნდის მთავარ მწვრთნელ დავით შუბითიძეს, მისი თქმით გუნდში საბრძოლო განწყობაა და ფეხბურთელების დიდი დანაკლისი ჩვენი საფეხბურთო სკოლის 17 წლამდე გუნდის წამყვანი ფეხბურთელების მეშვეობით იქნება აღმოფხვრილი, კერძოდ:ერეკლე ტაბატაძე და გიორგი ნაფიშვილი დაემატებიან ‘გორს’ რომელთაც შეხვედრაში ჩართვის და გუნდის გაძლიერების საშუალება აუცილებლად მიეცემათ.