21 მარტს გორში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, რეგიონში საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაციისა და და მათი შემდგომი მონიტორინგის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
კატეგორიზაციის ფარგლებში საფეხბურთო სკოლები ოთხ ძირითად კატეგორიად დაიყოფა:
IV კატეგორია (ყველაზე დაბალი): „ფეხბურთის წრე“
III კატეგორია: „კანდიდატი ფეხბურთის სკოლა“
II კატეგორია: „ფეხბურთის სკოლა“
I კატეგორია (უმაღლესი): „ფეხბურთის აკადემია“