ჩვენი გუნდი მზადებას განაგრძობს მომდევნო ტურებისთვის!

ჩვენი გუნდი მზადებას განაგრძობს მომდევნო ტურებისთვის!

მეშახტესთან დრამატული ფრის შემდეგ ჩვენმა გუნდმა ვარჯიში განაახლა და მზადებას იწყებს 25 ოქტომბერს ზუგდიდში გასამართი მატჩისთვის.
შეგახსენებთ,რომ განვლილ ტურებში გორელთა გუნდს წამყვანი ფეხბურთელები:დავით კაპანაძე,ლაშა ბალიაშვილი,ილია მაჭარაშვილი და მინდია გოგიაშვილი აკლდათ, რაც გარკვეულწილად წარუმატებელ შედეგზეც აისახა,ამ სიას ირაკლი კვანტალიანიც შეემატა,რომელმაც წინა ტურში ტვინის მცირე შერყევა მიიღო.
ჩვენ გავესაუბრეთ გუნდის მთავარ მწვრთნელ დავით შუბითიძეს: მისი თქმით ფეხბურთელთა დიდი დანაკლისის მიუხედავად გუნდის სამწვრთნელო შტაბი მზადაა ყველა გამოწვევისთვის და ღირსეულად აპირებს ეროვნული ლიგა 3-ის ტოპ 10-ეულში ადგილის შენარჩუნებას!

2018-10-20T12:28:20+00:00