“გორის გორის” გოგონათა გუნდი განაგრძობს ჩამოყალიბების პროცესს და ემზადება პირველი სეზონისთვის.ჩვენმა ფეხბურთელებმა უკვე გამართეს 5 ვარჯიში ახალბაღის ხელოვნურსაფარიან მოედანზე და სულ მალე ჩაერთვებიან სხვადასხვა შიდა და საერთაშორისო ჩემპიონატებში.
ჩვენი კლუბის პრესს სამსახური გაესაუბრა გუნდის მთავარ მწვრთნელ ალექსანდრე მერაბიანს, რომელიც ძალიან დიდ იმედებს ამყარებს მის გუნდზე:
ალექსანდრე მერაბიანი:გუნდი უკვე მეხუთე ვარჯიშს ატარებს,გოგონების გუნდში ირიცხება 15 ფეხბურთელი და უახლოეს მომავალში კიდევ ველოდებით მატებას და გოგონათა აქტიურ ჩართულობას ჩვენს კლუბში.რაც შეეხება მომავლის გეგმებს ჩვენი მთავარი მიზანია გუნდი სულ მალე იყოს მზად მოახლოვებული ჩემპიონატისთვის.