გორში გურამ გაბუნიას საფეხბურთო სკოლაში, ბუნებრივ საფარიან მინდორს რეაბილიტაცია უტარდება. დროებით კი საჭირო გახდა ახალი სტადიონის მოძიება სადაც ფეხბურთელები შეძლებდნენ ვარჯიშის ჩატარებას. ასეთ ადგილად კი ქართლის სტადიონი შეირჩა, სადაც ასევე დაწყებულია სამუშაოები და უახლოეს მომავალში სრულ მზადყოფნაში იქნება. ამისთვის კლუბი დიდ მადლობას უხდის გორის მერიას, რადგან სწორედ მათი დახმარებით ხდება ამ მინდვრების რეაბილიტაცია.