ილია ლუკაშვილი: “სატურნირო ცხრილში ბოლოს წინა ადგილზე ვიყავით და დიდი მოტივაცია გვქონდა. წინა თამაშებზე გუნდის კაპიტანიც გვაკლდა, ტრავმიანობა იყო. სრულფასოვანი ვარჯიშები აღვადგინეთ და შემადგენლობის მხრივაც პრობლემები არ გვქონია დღეს. ეს ყველაფერი აისახა შეხვედრაზე. მეტოქეს არ ჰქონდა ჩვენთვის მნიშვნელობა, ეს სამი ქულა ძალიან გვჭირდებოდა. ჩვენი თამაში ვიპოვეთ როგორც იქნა და კიდევ უფრო დიდი იმედები გვაქვს მომავალში.“