სპორტულ აქტივობაში მონაწილეობის მიღება მხოლოდ ბავშვებს შეეძლოთ.
“გორის დღე 2023” – ის ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში იმართებოდა სხვადასხვა სახის კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული სანახაობები.
თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო საგანმანათლებლო დაწესებულებების კუთხეები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა – გაყიდვა, კვების ობიექტებისა და სოფლების კუთხეები, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტურისტული კუთხე – „ჯიპ – ტური“ და იმართებოდა კონცერტი.