13 წლის ტიმურ იაკუნინი თანაგუნდელებს გორის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ აბელ აბესაძემ წარუდგინეს.
ტიმურის ოჯახის წევრები გორში მარტის თვეში ჩამოვიდნენ. გორელმა ოჯახმა, რომელმაც იაკუნინები შეიფარა გორის მუნიციპალიტეტის მერიას დახმარების თხოვნით განცხადებით მიმართა. მოკვლევაში, გარდა სოციალური სამსახურისა, ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებაც ჩაერთო. იაკუნინების ოჯახის არასრულწლოვან წევრებთან გასაუბრებისას გამოიკვეთა ტიმურის სურვილი ფეხბურთის შესწავლის შესახებ. მერიამ გაითვალისწინა მისი სურვილი და ის დღეიდან ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ გორის „გორის“ საფეხბურთის სკოლის აღსაზდელია.
ტიმურ იაკუნინის ოჯახი ომამდე უკრაინის ქალაქ დნიპროში ცხოვრობდა.