სპორტსმენები ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეგულაციების სრული დაცვით ვარჯიშობენ.

სპორტსმენები ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეგულაციების სრული დაცვით ვარჯიშობენ.

გორის საფეხბურთო კლუბი გორი მომდევნო შეხვედრისთვის ემზადება – სპორტსმენები ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეგულაციების სრული დაცვით ვარჯიშობენ.
საფეხბურთო კლუბი გორი ერთ კვირაში პრინციპულ მატჩს გამართავს. გორელების მეტოქე თბილისის „საბურთალო 2“ იქნება და შეხვედრას „ქართლის“ სტადიონი (14:00 სთ) უმასპინძლებს.
როგორც საფეხბურთო კლუბ გორის ხელმძღვანელი, გია ისიანი ამბობს, გუნდი ეპიდემიოლოგებისა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეგულაციების სრული დაცვით ვარჯიშობს.

” ჩვენი საფეხბურთო კლუბის თითოეული წევრი, იქნება ეს ფეხბურთელი თუ სამწვრთნელო შემადგენლობა, საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით მოქმედებს. მოგეხსენებათ, მომავალ პარასკევს, „საბურთალო 2“-თან გვაქვს შეხვედრა და ამ მატჩისთვის, ბუნებრივია, გუნდი აქტიურად ვარჯიშობს. თითოეული შეკრება იწყება თერმოსკრინინგით, ხელების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებით… მოკლედ, ჩვენ დადგენილ ყველა რეკომენდაცის ვასრულებთ“, – აცხადებს გია ისიანი.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მომდევნო მატჩს გორის გორი 30 ოქტომბერს, „ქართლის“ სტადიონზე საბურთალო 2_ის წინააღმდეგ გამართავს. შეგახსენებთ, რომ გორის გორი, 16 ქულით ცხრილის ლიდერთა სამულში იკავებს ადგილს. ჩატარებული 11 თამაშიდან გორის შედეგები ასე გამოიყურება: 4 მოგება, 4 ფრე და 3 წაგება.

2020-10-26T14:11:25+00:00