შიდა ქართლი 2019 წლის გამარჯვებული სკ “გორი” გახდა. გამარჯვებულებს კუთვნილი თასი და მედლები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ გადასცა.
შიდა ქართლის რეგიონალურ ტურნირში 8 გუნდი იღებდა მონაწილეობას. თითოეულ გუნდს 21 მატჩის ჩატარება მოუწიათ და სწორედ ასე გამოვლინდა გამარჯვებული. აღსანიშნავია ჩემპიონი გუნდის, გორის ფენომენალური სტატისტიკა. გორელებმა შესაძლო 63 ქულიდან 55 ქულას მოუყარეს თავი (18 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება) და დამსახურებული ჩემპიონობაც იზეიმის.
Fcgori.ge მადლობას უხდის თითოეულ გუნდს ტურნირში მონაწილეობისთვის და სამომავლოდ წარმატებებს უსურვებს.