საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები გორში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები გორში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ზაზა დოლიძე, იმყოფებოდნენ გორში “FC GORI”-ის ოფისში, სადაც შეხვდნენ შიდა ქართლში არსებული ყველა საფეხბურთო სკოლის დირექტორს.დღევანდელ შეხვედრაზე მოხდა რეგიონში ფეხბურთის განვითარების მიზნით არსებული სხვადასხვა საკითხებისა და მომავლის გეგმების განხილვა რაც ჩვენს რეგიონსა და მთლიანად საქართველოში ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობას ეხება.

ჩვენს პრესსამსახურთან ინტერვიუ გააკეთა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და ა(ა)იპ ,, გორის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის კლუბი გორის” დირექტორმა გია ისიანმა.

კახა ჭუმბურიძე: დღეს გვქონდა შეხვედრა რამდენიმე რეგიონის წარმომადგენელთან, ბავშვთა სკოლების წარმომადგენელთან კერძოდ ესენი არიან შიდაქართლი, სამცხეთჯავახეთი,მცხეთა მთიანეთის რეგიონი და ძალიან საინტერესო საუბარი შედგა. ჩვენ რამდენიმე წლის განმავლობაში ვაწარმოებდით შესწავლას. ზუსტად იმ თემებზე თუ რა ჭირდებოდა სკოლებს ინფრასტრუკტურიული განვითარების მიზნით. მოგახსენებთ რომ 2019 წლიდან ფეხბურთის ფედერავია იწყებს ბავშვთა სკოლების კატეგორიზაციას ამის მიხედვით დაეხმარება ყველა სკოლებს და ამას ემსახურებოდა დრევანდელი შეხვედრა.

გია ისიანი:პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ფეხბურთის ფედერაციას და ფეხბურთის განვითარების ფონდს,უკვე აშკარაა ბავშვთა ფეხბურთი ვითარდება.სასიხარულოა ის ფაქტიც,რომ საფეხბურთო კლუბი “გორი” სკოლასთან ერთად მოხვდა ელიტ ჯგუფის ბავშვთა კატეგორიზაციაში,რაც იმას ნიშნავს,ჩვენ დავფინანსდებით მაქსიმალურად 50 000 ლარამდე.ეს თანხები მთლიანად გაწერილი იქნება ჩვენს მიერ და მოხმარდება მოედნებისა და ინფრასტრუქტურული საკითხების მოწყობას ასევე მწვრთნელების და ფეხბურთელების სათამაშო ფორმებით უზრუნველყოფას,ყველა იმ პრობლემის აღმოფხვრას რაც კი მოსაგვარებელი იქნება ჩვენი საფეხბურთო სკოლისთვის.
უნდა ავღნიშნო ისიც,რომ გვერდში გვიდგას ადგილობრივი ხელისუფლება,ქალაქის მერია და ის მიღწევები რითაც ჩვენ ელიტ ჯგუფის დაფინანსება მივიღეთ ადგილობრივი ხელისუფლების დამსახურებაა.ჩვენ ყოველთვის მზად ვართ შიდაქართლსა და საქართველოში ვიყოთ მოწინავეები.

2018-11-18T19:22:08+00:00