ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცის ასევე ადგილობრივი ხელისუფლების ხელშეწყობით საფეხბურთო კლუბი “გორი” მთელი წლის განმავლობაში ანხორციელებდა კლუბის განვითარებისათვის საჭირო სხვადასხვა სამუშაოებს,რომლის ფარგლებშიც ჩვენი გუნდის ყველა ასაკობრივი გუნდი უზრუნველყოფილი იქნა სათამაშო ფორმებით, ასევე გადაეცათ სრული ეკიპირება საფეხბურთო სკოლის მომუშავე თითოეულ მწრთვნელს,მოხერხდა გორის მაშტაბით არსებული რამოდენიმე მოედნის რეაბილიტაცია. გ.გაბუნიას სახელობის საფეხბურთო სკოლაში არსებულ ხელოვნურსაფარიან მოედანზე დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების განათება ასევე მოხდა ამავე სკოლაში არსებული ბუნებრივ საფარიანი მოედნის რეაბილიტაცია. ამ ყველაფერთან ერთან და ასევე სხვა პროექტებთან დაკავშირებით კლუბის ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში გამართავს პრეზენტაციას სადაც გაკეთდება კლუბში ჩატარებული ყველა სამუშაოების ანგარიში.
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი
Georgian Football Federation