🔵საფეხბურთო კლუბი ”გორი” მზადებას განაგრძობს ეროვნული ლიგა-3-ის მორიგი 33-ე ტურისთვის,რომელიც გუნდისთვის სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია.ჩვენი გუნდი ორ დღეში 31 ოქტომბერს,”გარდაბანს” უმასპინძლებს ”ქართლის სტადიონზე”.
🔵გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა ირაკლი კვანტალიანმა,რომელსაც ტვინის შერყევა აწუხებდა.ექიმების თქმით მას უკვე შეუძლია გუნდთან ერთად მომდევნო შეხვედრებში მონაწილეობის მიღება,ასევე დაბრუნდნენ დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები ილია ლომიძე და ნიკა სადაღაშვილი.
🔵დღევანდელ ვარჯიშზე აგრეთვე იმყოფებოდნენ ჩვენი საფეხბურთო სკოლის U17 გუნდის ფეხბურთელები,ნიკა კუპრეიშვილი და ალექსანდრე გიორგაძე,რომლებსაც გუნდის მთვარი მწვრთნელი დავით შუბითიძე ეროვნულ ლიგა-3-ში გუნდთან ერთად ადაპტაციისა და შეხვედრებში ჩართვის საშუალებას აძლევს.