ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს გორისა და ხაშურის გუნდები დაუპირისპირდნენ.
გადამწყვეტი გოლი ნიკოლოზ სადაღაშვილმა გაიტანა.
ფინალურ მატჩს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა.
საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
I ადგილი – გორი
II ადგილი – ხაშური
III ადგილი – ქარელი
IV ადგილი – კასპი
ტურნირის ყველა პრიზიორი ფულადი თანხით დაჯილდოვდა.
ტურნირის გამარჯვებულს სხვა პრიზიორებისგან განსხვავებით, ფულად ჯილდოსთან ერთად, გარდამავალი თასიც გადაეცა.
ღონისძიება, „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“-ის ფარგლებში ჩატარდა. პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებშიც ჩატარდა, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.