ვიქტორ ფუტკარაძის სახელობის ტურნირი ტრიუმფით დაასრულეს ჩვენი საფეხბურთო სკოლის 2006 წელს დაბადებულმა ფეხბურთელებმა.

ვიქტორ ფუტკარაძის სახელობის ტურნირი ტრიუმფით დაასრულეს ჩვენი საფეხბურთო სკოლის 2006 წელს დაბადებულმა ფეხბურთელებმა.

საფეხბურთო კლუბ “გორის” 2006 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდს, რომელსაც შავლეგ ცხადაძე და აკაკი ხოხობაშვილი ხელმძღვანელობენ, ვიქტორ ფუტკარაძის სახელობის ტურნირში გამარჯვებისათვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისაგან, საქართველოს ეროვნული ნაკრების, ერთა ლიგის, მესამე ტურის მატჩის ბილეთები გადაეცა,რომელიც ანდორას წინააღმდეგ გაიმართება.

გორის მთავარი მწვრთნელი შავლეგ ცხადაძე:მადლობას ვუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, ჩვენი გუნდის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის დამატებითი სტიმულია ასეთი საჩუქარი და ის რომ სხვებიც აფასებენ მათ წარმატებას.

2018-10-20T14:29:06+00:00