გუშინ ელიტ ლიგაზე მე-9 ტურის შეხვედრა გაიმართა სადაც ჩვენი გუნდი თბილისის GFP-ს დაუპირისპირდა. მამუკა ვარდოსანიძის გუნდი ფავორიტის სტატუსით გავიდა მინდორზე და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვა. შეხვედრა 2:1 დასრულდა და გორელებიდან თავი ანდრო მოლაშვილმა და ვაკო ბუზიაშვილმა გამოიჩინეს
მე-9 ტურის შემდეგ გორის U17-ს 20 ქულა აქვს და მე-2 ადგილოსან ლიახვს 4 ქულით უსწრებს, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული
მთავარი მწვრთნელი: მამუკა ვარდოსანიძე
დამხმარე მწვრთნელი: ილია მღებრიშვილი