გორის საფეხბურთო კლუბის აღსაზრდელებმა 2019 წელს დამსახურებული ჯილდო დღეს მიიღეს.

გორის საფეხბურთო კლუბის აღსაზრდელებმა 2019 წელს დამსახურებული ჯილდო დღეს მიიღეს.

გუნდის მწვრთნელებს – შავლეგ ცხადაძეს და აკაკი ხოხობაშვილს, სპორტსმენებს და ბუნებრივია, თავად საფეხბურთო სკოლას თბილისის ლიგა 2019-ში საუკეთესო შედეგებისთვის შესაბამისი თასი გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონია 2020 წლის დასაწყისში საზეიმოდ იყო დაგეგმილი, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, ღონისძიება რამდენჯერმე გადაიდო. დამსახურებული ჯილდო გორელ სპორტსმენებს გურამ გაბუნიას სახელობის გორის საფეხბურთო სკოლაში დღეს გადაეცათ. 👏
როგორც გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელის, შავლეგ ცხადაძე ამბობს, სკოლის აღსაზრდელების თითოეულ წარმატებაზე შესაბამისი წახალისება ახალგაზრდა სპორტსმენებზე დადებითად მოქმედებს, სწორედ ამიტომაც, ფეხბურთელების დაჯილდოება შემსუბუქებული ეპიდვითარების ფონზე, დღეისათვის დაიგეგმა. ამასთან, ღონისძიება ქვეყანაში მოქმედი ეპიდრეგულაციების სრული დაცვით განხორციელდა. მისივე თქმით, აღსაზრდელები ყოველთვის მოტივირებულები და გამარჯვებას მოწყურებულები არიან, 2019 წელს მიღწეული წარმატება კი, მათ სპორტულ კარიერაში საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯია.
შეგახსენებთ რომ „თბილისის ლიგაზე“ მოასპარეზე გორელი სპორტსმენები 2006 წელს დაბადებული მოზარდები არიან, რომელთაგან ორი – დავით ნაზარაშვილი და ლუკა იოსებიძე – ახლა უკვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში ირიცხებიან. 🇬🇪
ფოტოგრაფი: Giorgi Papiashvili 🤳
2021-04-01T19:11:41+00:00