გორის მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში „წმინდა წყალი/ჯარის“ გამარჯვებით დასრულდა.

გორის მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში „წმინდა წყალი/ჯარის“ გამარჯვებით დასრულდა.

⚽️ 🇬🇪 ტურნირის ორგანიზატორი, რომელიც „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“-ის ფარგლებში ჩატარდა გახლდათ გორის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი „გორი“.
⚽️ 🏆 28 ივლისს, გორში, ჭალის სტადიონზე გამართულ გადამწყვეტ დაპირისპირებაში, „წმინდა წყალი/ჯარმა“ – „ჭალას“ მოუგო 3:0 და პირველი ადგილისა და გარდამავალი თასის მფლობელიც გახდა. აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი გამარჯვებული გუნდიდან – ბექა კაპანაძემ გაიტანა, რომელიც ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
⚽️ ფინალამდე ჩატარდა მესამე ადგილისათვის მატჩი „ახალბაღსა“ და „ახალდაბას“ შორის, რომლის ძირითად დროშიც გამარჯვებული ვერ გამოვლინდა -1:1, პენალტებში კი „ახალდაბამ“ იმარჯვა 4:2.
🏆 ფინალური პაექრობის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონია.
🏆 ტურნირის ორგანიზატორებმა გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს ფულადი ჯილდოები გადასცეს – პირველი ადგილის მფლობელმა გუნდმა 3000 ლარი, მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა 2000, ხოლო მესამე ადგილზე გასულმა – 1000 ლარი მიიღო.
⚽️ 👍 ამასთან, სპეციალური პრიზები დააწესეს ტურნირის სპონსორებმა.
🏆სასტუმრო ,,გორი ინნ“-მა გამარჯვებული გუნდი დააჯილდოვა კომპანია „ბოლეროს“მიერ ექსკლუზიურად ჩამოსხმული ღვინით.
🏆 სასტუმრო „ჯორჯია გოლდმა“ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელს ბექა კაპანაძეს გადასცა საცურაო აუზის ულიმიტო ერთთვიანი ვაუჩერი.
🏆მსოფლიოს ჩემპიონმა გიორგი კანდელაკმა ფულადი ჯილდო 300 ლარი გადასცა ტურნირის საუკეთესო მსაჯად დასახელებულ ლავრენტი ბოლოთაშვილს.
🏆 შიდა ქართლის ფეხბურთის რეგიონულმა ფედერაციამ სამახსოვრო საჩუქარი გადასცა ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულ ნოდარ ხოხრინს (წმინდა წყალი/ჯარი).
⚽️ 🇬🇪 გარდა ამისა, შეჯიბრების ორგანიზატორებმა გამოავლინეს სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესონი.
⚽️ ტურნირის საუკეთესო მეკარე: იაკობ სეხნიაშვილი (ახალდაბა)
⚽️ მცველი: ილია ლოცულაშვილი (წმინდა წყალი/ჯარი)
⚽️ ნახევარმცველი: ზაზა საბიაშვილი (ჭალა)
⚽️ თავდამსხმელი: თორნიკე შუბითიძე (წმინდა წყალი/ჯარი)
🏆 🇬🇪 „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“-ის ფარგლებში, პირველობა მინი ფეხბურთში რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში ჩატარდება. აქამდე, ამავე თამაშების მიხედვით მძლეოსნური გარბენები ჩატარდა რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში. გარდა ამისა, უახლოეს ხანებში ჩატარდება შეჯიბრებები კალათბურთსა და ქართულ ჭიდაობაში.
🏆 🇬🇪 თამაშების „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“-ის ინიციატორია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია.
2023-12-13T13:31:12+00:00