გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილება.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილება.

ღონისძიება, რომელშიც ადგილობრი ხელისუფლების წარმომდგენლებთან ერთად გორის საკალათბურთო გუნდის „ივერიონისა“ და საფეხბურთო გუნდის გორის „გორის“ წევრებიც ჩაერთნენ, გოგებაშვილის ქუჩაზე მოეწყო.
ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, გამწვანების სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე განხორციელდა.
გოგებაშვილის ქუჩასთან ერთად, სხვადასხვა ჯიშის მცენარის ნერგები ლომჭაბუკის სკვერში, ვერხვების დასახლებასა და საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ დაირგო.
ქალაქის მასშტაბით ჯამში, ფიტოსპორიუმის, ლოროპეტალუმის, საკურას, ღვიისა და ტუიის 500 – მდე ნერგი დაირგო. გარდა ტუიისა, ყველა ჯიშის მცენარის ნერგები ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ ტენდერის საშულებით შეიძინა. ტუიის ძირები გორის მუნიციპალიტეტს ორგანიზაცია „სადაგმა“ და “პეპსიკომ” აჩუქეს.
გამწვანებით სამუშაოებს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს.
2023-12-13T13:02:15+00:00