დღეს ქართლის სტადიონზე მე-6 ტურის შეხვედრა გაიმართა სადაც დავით შუბითიძის გუნდი გურიას უპირისპირდებოდა. მატჩი როგორც ფსიქოლოგიურად ასევე სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
შეხვედრის მე-3 წუთზე ანკობოს გოლით დავწინაურდით და ბიჭებიც პირველი გამარჯვების მოლოდინში იყვნენ უკვე თუმცა 45 და 48 წუთებზე გურიამ ცივი შხაპი გადაგვავლო და მატჩის ბედი 180 გრადუსით შემოატრიალეს. შეხვედრის 64’ე წუთზე ანკობომ ლიდერობა კვლავ თავის თავზე აიღო და დუბლი გაიფორმა. მატჩის კულმინაციამ კი ბოლო წუთებზე მოხდა, როდესაც მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე იოსებ მოლაშვილმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და გუნდის პირველი 3 ქულა მოუტანა და ფსიქოლოგიურად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა
ეს გამარჯვება და ეს ხასიათი
წინ კიდევ არაერთი გამარჯვება გველოდება!