“ბენდელას” თასის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ჩვენმა გუნდმა D ჯგუფში მე-2 პოზიცია დაიკავა და 1/4 ფინალის საგზურიც მოიპოვა. გორულმა კლუბმა ჯგუფში ჩიხურას და ყარაბახს სძლია, ხოლო თბილისის დინამოსთან მარცხი განიცადა. შესაძლო 9 ქულიდან მოპოვებული 6 ქულა კი საკმარისი აღმოჩნდა შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.
- გორი 6:0 საჩხერე
- გორი 0:5 დინამო
- გორი 2:1 ყარაბახი
ჯგუფურ ეტაპზე გორის 13 წლამდე კლუბმა თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. თუმცა აღნიშვნის ღირსია ლაზარე ჭიღლაძის და ლექსო ოთინაშვილის შთამბეჭდავი ასპარეზობა. ორივე ფეხბურთელის ანგარიშზე 3-3 გატანი ბურთია და ამდროისთვის გუნდის მთავარი ბომბარდირებიც სწორედ ისინი არიან.
ბომბარდირები
- ლაზარე ჭიღლაძე / 3 გოლი
- ლექსო ოთინაშვილი / 3 გოლი
- ტატო რაზმაძე / 1 გოლი
- აკაკი ქვაჩახია / 1 გოლი
1/4 ფინალში ჩვენი გუნდი საბურთალო 2 დაუპირისპირდება. შეხვედრა ხვალ 11:00 საათზე საბურთალოს სკოლაში, ბენდელას სტადიონზე გაიმართება.