დღეს ქართლის სტადიონზე გორის გორმა თბილისი სითის უმასპინძლა. შეხვედრა სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე დიდ ინტერეს იწვევდა და მოპოვებული 3 ქულა უფრო დიდ მნიშვნელობას იძენდა. საბოლოოდ მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი კი საბა გეგელაშვილი გახდა, რომელმაც გამარჯვების მომტანი გოლით გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუპოვა.
ამ დროისთვის გორის გორი 23 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფება და ტურიდან ტურამდე განაგრძობს გულშემატკივრების გახარებას.