გ.გაბუნიას სახელობის საფეხბურთო სკოლაში არსებულ ხელოვნურსაფარიან მოედანზე,მცირე პაუზის შემდეგ ვარჯიშები განაახლეს “ს.კ გორის” ფეხბურთელებმა.ჩვენი ფეხბურთელები მზადებას იწყებენ ეროვნული ლიგა 3-ის მორიგი გათამაშებისთვის, რომელიც მარტის დასაწყისში აიღებს სტარტს. გუნდში წამყვანი ფეხბურთელების ძირითადი ბირთვი რომელსაც გორელი ფეხბურთელები წარმოადგენდნენ ძირითადად შენარჩუნებულია ასევე გუნდში დაბუნდა კიდევ ერთი გორელი ფეხბურთელი გიორგი კურმაშვილი,რომელიც გასულ სეზონში ვიტ ჯორჯიის ღირსებას იცავდა . გუნდის ხელმძღვანელობის თქმით იგეგმება რამდენიმე ფეხბურთელის დამატება სხვადასხვა გუნდებიდან,რომლებიც წლევანდელ გათამაშებაში საგრძნობლად გააძლიერებენ გუნდს .