დღეს ტყიბულში მე-15 ტურის შეხვედრა გაიმართა სადაც ჩვენი კლუბი მეშახტეს დაუპირისპირდა. სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ფავორიტი გორის გორი იყო და 3 ქულაც დავით შუბითიძის გუნდს უფრო სჭირდებოდა. მატჩი აქტიურად დავიწყეთ და მე-19 წუთზე ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, გიორგი ცეცხლაძემ გუნდი წინ გაიყვანა. პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა და გუნდებიც შესვენებაზე 0:1 ანგარიშით გავიდნენ. მეორე ტაიმი კიდევ უფრო საინტერესო და დაძაბული გამოდგა და 77’ე წუთზე არჩილ ისმაილის გატანილი გოლით ორ ბურთიანი სხვაობა დაფიქსირდა ტაბლოზე. საბოლოოდ ტყიბულის გუნდმა ერთი ბურთის გაქვითა მაინც შეძლო თუმცა ქულის მოსაპოვებლად დრო აღარ დარჩათ.
ამ დროისთვის ჩვენი გუნდი 26 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება.
დავით შუბითიძის გუნდს კი ეროვნული ლიგა 2-ის პლეიოფამდე 3 ტური აშორებს.
გვერდის სახელით გორის გორს ვულოცავ ამ გამარჯვებას და ბიჭებს მადლობას ვუხდით იმ 15 ტურისთვის რაც მათ საკუთარი კლუბისთვის გააკეთეს.