დღეს ქართლის სტადიონზე მე-10 ტურის შეხვედრა გაიმართა სადაც მე-2 ადგილოსან გარეჯს ვუმასპინძლეთ. თამაში პირველივე წუთებიდან საინტეესოდ წარიმართა და 29′-ე წუთზე არჩილ ისმაილის გოლით დავწინაურდით. პირველი ტაიმის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე კი გიორგი ცეცხლაძემ გარეჯს გასახდელში გააყოლა მე-2 გატანილი გოლი და ტაიმი დამაჯერებელი გამარჯვებით დავასრულეთ. მეორე ტაიმში ჩვენი გუნდი კიდევ უფრო თავდაჯერებული გამოვიდა მინდორზე და 63’ე წუთზე გიორგი ცეცხლაძის დუბლით კიდევ უფრო მივუახლოვდით უმნიშვნელოვანეს 3 ქულას. საბოლოოდ ტაიმის მიწურულს გორელებმა ერთი ბურთი გაუშვეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს 👊
შეგახსენებთ, რომ დავით შუბითიძის გუნდს 4-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ამდროისთვის მე-3 პოზიციაზე იმყოფება 🙋♂️
P.S. 3-3 გატანილი გოლით გიორგი ცეცხლაძე და დავით კაპანაძე გუნდის საუკეთესო ბომბარდირები არიან ⚽