ბეთლემი-გორი.

ბეთლემი-გორი.

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის კლუბი გორმა, ეროვნული ლიგა 3-ის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრა გამართა, ჩვენი ფეხბურთელები სტუმრად ქედაში არჩილ ფარტენაძის სახელობის სტადიონზე იმყოფებოდნენ.

გორელებმა მატჩი პირველივე წუთებიდან დიდი უპირატესობით დაიწყეს, რამდენიმე ხელსაყრელი მომენტის გამოყენება ვერ მოახერხეს ჩვენმა ფეხბურთელემბა, თუმცა სულ მალე შეხვედრის მეთვრამეტე წუთზე დავით კაპანაძემ ეს უპირატესობა გოლად გარდასახა და გორელთა დაწინაურება მოახერხა.ამის შემდეგ მთელი შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მეორე ტაიმის დაწყებიდან 14 წუთში გორელებმა კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლეს ამჯერად თავის გამოჩენა ლუკა ხორხელმა მოახერხა.

დავით შუბითიძე: გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა თამაში. თამაშის მსვლელობის დროს ხშირ შემთხვევაში უპირატესობას ჩვენ ვფლობდით, გვქონდა სახიფათო მომენტები რომელიც ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ საერთო ჯამში კარგი გუნდური თამაშით პირველ ტაიმის დასაწყისში მოვიპოვეთ თერთმეტ მეტრიანის დარტყმის უფლება, რომელიც დავით კაპანაძემ დამატებითი დარტყმით შეასრულა და პირველი ტაიმი დასრულდა ჩვენი გმარჯვებით. რაც შეეხება მეორე ტაიმს იგივე შემართებით გაგრძელდა.მოწინააღმდეგე გუნდი მთლიანად მოიშალა და ამის ხარჯზე ავაწყეთ თამაში. უპირატესობა მოვიპოვეთ და შევძელით მეორე ბურთის გატანა , მადლობა ბიჭებს იმ გუნდური ბრძოლისა და თავდადებისთვის, რომელმაც გამაჯვება მოგვიტანა.

შემადგენლობა:
1. ერეკლე გულუაშვილი
2. ნიკა კალხიტაშვილი
4. ნესტორ ლომიძე
7. აკაკი სირბილაძე
8. ილია მაჭარაშვილი
9. დავით კაპანაძე
11. ლუკა ხორხელი
14. გოჩა ცირდავა
16. ნიკა ოქროპირიძე C
17. ირაკლი კვანტალიანი
22. ილია ლომიძე

შეცვლები:
ტარიელ ღვინიაშვილი
აკაკი სირბილაძე

ნიკა ელიაური
ლუკა ხორხელი

ოთარ ანანიაშვილი
ილია მაჭარაშვილი

სათადარიგო შემადგენლობა
12. შოთა ბოლოთაური
5. ნიკა ელიაური
6. ოთარ ანანიაშვილი
10. ნოდარ ნოზაძე
15. ტარიელ ღვინიაშვილი
გოლები:
დავით კაპანაძე(18)
ლუკა ხორხელი (59)

მთავარი მწვრთნელი
დავით შუბითიძე

2019-06-18T11:42:02+00:00