თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ფეხბურთის ტურნირის გარდამავალი თასის მფლობელი ,,აკტობე” გახდა.

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ფეხბურთის ტურნირის გარდამავალი თასის მფლობელი ,,აკტობე” გახდა.

გამარჯვებული გუნდები
I – “აკტობე”
II -“ტორპედო”
III- “ასტანა”
ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ფეხბურთელებიც გამოვლინდნენ.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში: ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი, მეკარე, მცველი და ნახევარმცველი. შესაბამის ნომინაციაში გამოვლენილი სპორტსმენები სხვადასხვა საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
საფეხბურთო კლუბ გორის დირექტორის მოადგილე ილია მღებრიშვილი: ,,ბურჯანაძის სახელობის ტურნირი 2003 წლიდან იმართება🙌🏽 წარმატებებს ვუსურვებ ტურნირის ყველა მონაწილე ფეხბურთის გუნდს და მის თითოეულ წევრს”.
ღონისძიება საფეხბურთო კლუბი ,,გორის“, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებითა და შიდა ქართლის ფეხბურთის ფედერაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.
2023-12-13T14:59:08+00:00